ძირითად შინაარსზე გადასვლა

კავკესტიონი არის კომპანია, რომელიც ენერგეტიკულ, ინფრასტრუქტურულ, ურბანულ და ტექნოლოგიურ პროექტებს ავითარებს.

ჩვენ თქვენს იდეას ვაქცევთ პროექტად და ვქმნით მისი განხორციელების საფუძველს, საწყისი კონცეფციიდან დაფინანსების მოზიდვისა და განხორციელების ეტაპამდე.

დაგვიკავშირდით

ჩვენ შესახებ

ჩვენი გუნდის გამოცდილება ენერგეტიკაში, რეგულირებასა და დარგის განვითარების სტრატეგიებისა და წესების შემუშავებაში 10 წელზე მეტს ითვლის. ჩვენი მულტიდისციპლინური მიდგომა აერთიანებს იურიდიულ, ფინანსურ და ტექნიკურ ცოდნას და პროექტის კომპლექსური განვითარების საშუალებას გვაძლევს. ჩვენს შესაძლებლობებს დამატებით აძლიერებს სხვადასხვა დარგის ექსპერტთა სანდო ქსელი.

ვაფასებთ თქვენი იდეის განხორციელების შესაძლებლობებს, ვაყალიბებთ პროექტის სამართლებრივ, ფინანსურ და ტექნიკურ სტრუქტურას და ვამზადებთ მას ინვესტიციისა და საბანკო დაფინანსების მოსაზიდად. ამ პროცესში ვმუშაობთ ნებართვების მოპოვებაზე, მიწის განვითარებასა და სახელმწიფო უწყებებთან ხელშეკრულებების მომზადებაზე, ასევე ვაკავშირებთ პროექტს შესაბამის ინვესტორებთან.

ჩვენი როლი პროექტის მომზადებით არ სრულდება, მისი განხორციელების პროცესშიც უზრუნველვყოფთ სტრატეგიულ და იურიდიულ მხარდაჭერას.

სერვისები

  • პროექტების მხარდაჭერა

    გეხმარებით პროექტების მომზადებასა და განვითარებაში. ვაფასებთ სამართლებრივ და მარეგულირებელ მოთხოვნებს და მხარს გიჭერთ სახელმწიფო უწყებებთან მოლაპარაკებების, შეთანხმებების მომზადებისა და ნებართვების მოპოვების პროცესში.

  • მიწის განვითარება

    ვამზადებთ მიწის ნაკვეთს პროექტის საჭიროებებისთვის. ვმუშაობთ მიწის სტატუსისა და დანიშნულების ცვლილებაზე, ვარკვევთ განვითარების პირობებს და ვკოორდინირებთ ელექტროენერგიისა და სხვა საინჟინრო ქსელებთან მიერთების პროცესს.

  • ელექტრომომარაგების დაგეგმვა და პროექტირება

    მსხვილი სამრეწველო და კომერციული ობიექტებისთვის ვგეგმავთ ელექტრომომარაგებასა და ქსელთან მიერთებას. ვაფასებთ საჭირო სიმძლავრეს, მიერთების შესაძლებლობებსა და ტექნიკურ მოთხოვნებს, ვამუშავებთ შესაბამის გადაწყვეტას და ვკოორდინირებთ ქსელის ოპერატორთან შეთანხმების პროცესს.

  • პროექტის შეფასება და განვითარება

    ვაფასებთ იდეის განხორციელების შესაძლებლობებს, ძირითად რისკებსა და განვითარების გზებს. სამართლებრივ, ფინანსურ და ტექნიკურ საკითხებს ვაერთიანებთ პროექტის გეგმაში და განვსაზღვრავთ საჭირო ეტაპებს, ვადებსა და რესურსებს.

  • საინვესტიციო და ფინანსური მხარდაჭერა

    ვამზადებთ პროექტს ინვესტიციისა და საბანკო დაფინანსების მოსაზიდად. ვამუშავებთ ფინანსურ მოდელსა და საინვესტიციო მასალებს, ვაკავშირებთ პროექტს შესაბამის ინვესტორებთან და მხარს გიჭერთ ინვესტორებსა და ბანკებთან მოლაპარაკებებში.

  • იურიდიული და სტრატეგიული მხარდაჭერა

    პროექტის განვითარებისა და განხორციელების ეტაპებზე ვამზადებთ ხელშეკრულებებს, გეხმარებით პარტნიორებთან და სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობაში და ვაფასებთ სამართლებრივ რისკებს. ჩვენი მიზანია, პროექტის თითოეულ ეტაპზე გქონდეთ მკაფიო გეგმა და დასაბუთებული გადაწყვეტილებები.

ანაზღაურება

ანაზღაურების ფორმა და პირობები თითოეული პროექტისთვის წინასწარ იქნება შეთანხმებული. მომსახურება შეიძლება ანაზღაურდეს როგორც ფულად, ისე პროექტში წილის მიღებით.

თუ პროექტი ჩვენს დარგობრივ ინტერესებს შეესაბამება, ინვესტორებთან შეთანხმებით, მზად ვართ ჩვენი მომსახურების სანაცვლოდ პროექტში წილი მივიღოთ, ფულადი ანაზღაურების ნაცვლად ან მასთან ერთად.

ფულადი ანაზღაურების შემთხვევაში, ჩვენი მოდელი მოიცავს მინიმალურ საკონსულტაციო საფასურს, ხოლო ძირითადი ანაზღაურება შედეგის მიღწევაზეა დამოკიდებული: ნებართვის მოპოვებაზე, სახელმწიფოსთან მემორანდუმის გაფორმებაზე ან ქსელთან მიერთების პირობების დამტკიცებაზე.

კონტაქტი

ელფოსტა
mail@kavkestion.com
მისამართი
ჭავჭავაძის 37, აქსის თაუერსი, მე-18 სართული, თბილისი, საქართველო